Speeches Shim
ძლიერ და ეფექტურ დემოკრატიას გამართული კანონიერი სტრუქტურა, ინსტიტუციები და სისტემა სჭირდება, რაც მთავრობის ანგარიშვალდებულების, გამჭირვალობის, კონტროლისა და ბალანსის წინაპირობაა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოქალაქეების ჩართულობას და ინფორმაციის თავისუფლად გავრცელებას, რაც უზრუნველყოფს მთავრობის ანგარიშვალდებულებას და გამჭირვალობას და შესაბამისად ხელისუფლების ლეგიტიმურობას და ეფექტურობას.
USAID გააგრძელებს საქართველოში გამჭირვალობის, ანგარიშვალდებულების და ეფექტური მმართველობის გაძლიერებას, მათ შორის საკანონმდებლო და აღმასრულებელ დონეებზეც და ხელს შეუწყობს მოქალაქეების ჩართულობას და საზოგადოების ინფორმირებულობას.
მიმდინარე პროგრამები:
დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI)
იანვარი 2015 – ივლისი 2021
იანვარი 2015 – ივლისი 2021
Tetra Tech ARD
პროექტის მიზანია არსებული საჯარო ინსტიტუტების ადმინისტრაციული და ფინანსური მართვის გაუმჯობესება; მთავრობის გამჭირვალობის გაზრდა; პოლიტიკის შემუშავების, საკანონმდებლო პროცესის და მთავრობის ინსტიტუციური ზედამხედველობის გაძლიერება.
მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის (M-TAG)
სექტემბერი 2014–დეკემბერი 2020
სექტემბერი 2014–დეკემბერი 2020
საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX)
www.irex.org
www.irex.org
საქართველოს მედია სექტორის მხარდასაჭერად პროექტი „მედია გამჭირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისათვის“ (M-TAG) მუშაობს ჟურნალისტების უნარ-ჩვევების გაძლიერებაზე, რათა მედიამ მოამზადოს ობიექტური და ეთიკური რეპორტაჟები საზოგადობისთვის საინტერესო თემებზე და გაავრცელოს ინფორმაცია საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამავდროულად პროექტი ხელს უწყობს რეგიონალური მედიის ფინანსურ გამჭირვალეობასა და მდგრადობას.
მომავლის თაობა (Future Generation)
ივნისი 2014- დეკემბერი 2020
პროექტი ჰარმონია
http://www.civics.ge
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საშუალო სკოლის სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის ინსტიტუციონალიზაციას და ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობას. ამ მიზნით პროექტი თანამშრომლობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.

ადამიანის და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება (HICD) 2020
სექტემბერი 2015– ნოემბერი 2020
Mendez England & Associates
www.hicd2020.ge
პროექტის მიზანია საქართველოში USAID-ის სტრატეგიული პარტნიორი ორგანიზაციების ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესება. აღნიშნული ორგანიზაციები შეიძლება იყოს სამთავრობო, არასამთავრობო, ან მომგებიანი როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორებში. HICD 2020 თანამშრომლობისთვის შერჩეულ ორგანიზაციებს ეხმარება ისეთი პრობლემების გადაჭრაში, როგორიცაა არაეფექტური ბიზნეს პროცესები, არათანმიმდევრული სტრატეგიული გეგმები, ბიუროკრატიულ-პროცედურული დაბრკოლებები, არასათანადოდ განვითარებული ადამიანური რესურსები, ფინანსური მართვის სისტემები, სუსტი კავშირი თანამშრომლებსა და ხელმძღვანელებს შორის და კომუნიკაციის დაბალეფექტიანი სტრატეგიები.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (CSO) შესაძლებლობების გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტი (ACCESS)
სექტემბერი 2014–აპრილი 2021
აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI)
www.ewmi.org
პროექტის მიზანია მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ღონისძიებებში მონაწილეობა; მათი მართვის, ორგანიზაციული ქმედითუნარიანობის და მდგრადობის გაუმჯობესება.

Comment
Make a general inquiry or suggest an improvement.