Georgian Flag

ისტორია

ენა : English | Georgian

Speeches Shim

საქართველო პატარა, ლამაზი ქვეყანაა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სამხრეთ კავკასიაში.  საქართველოს  სამხრეთიდან თურქეთი, ჩრდილოეთიდან კი რუსეთი ესაზღვრება. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წელს,  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გამოაცხადა.  და ჯერ კიდევ აღმშენებლობის გზას ადგას. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს მთავრობამ მრავალი რეფორმა განახორციელა ეკონომიკასა და მმართველობაში.

მნიშვნელოვანი წარმატებების  მიუხედავად, საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკური გარემოს შესაქმნელად. ეკონომიკურ ზრდას რამდენიმე ფაქტორი უშლის ხელს, მათ შორის: წამყვანი სექტორების სუსტი კონკურენტუნარიანობა საექსპორტო ბაზარზე, ხარვეზები სახელმწიფო საწარმოების, მაგ. საქართველოს პორტის და რკინიგზის სადგურის  მართვაში, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის მწირი ან საერთოდ არ არსებული ფინანსური წვდომა და მეწარმეთა შორის ბაზარზე მორგებული უნარების ნაკლებობა.

ამერიკელმა ხალხმა USAID-ის საშუალებით 1,8 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს. 30-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს სწრაფვას გახდეს თვითუზრუნველყოფილი; დაეხმაროს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას; დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას; ჯანდაცვის და განათლების სისტემის გაუმჯობესებას და  სოციალური კონფლიქტის რისკის შემცირებას.