You are viewing:
Information released online before January, 2021.
Note: Content in this archive site is NOT UPDATED, and external links may not function. External links to other Internet sites should not be construed as an endorsement of the views contained therein.
You are entering the 2017-2020 Archive for the
United States Agency for International Development web site.
If you are looking for current information, visit www.usaid.gov.
დაგ ბოლი დიპლომატია ორეგონის შტატიდან, პორტლენდიდან. 2015- 2018 წლებში დაგი USAID/საქართველოს დირექტორი იყო.
საქართველოში ყოფნის დროს დაგს და მის მეუღლე ჯანეტს შეუყვარდათ ქვეყნის კულტურა, მათ შორის ქართული ღვინოც.
“ვერც კი წარმოიდგენთ როგორ გვენატრება საქართველო “- გვწერს დაგი პორტლენტიდან.
როცა ქვეყნიდან გამგზავრების დრო დადგა, გადაწყვიტეს თან წაეღოთ საქართველოს პატარა ნაწილი და პორტლენდში ქართული მარნის მოსაწყობად ოთხი ქვევრი შეიძინეს.
იფიქრეს, რომ მარანი ცოტათი მაინც დააკავშირებდათ იმ ქვეყანასთან, რომელიც ასე შეუყვარდათ: „არ მეგონა ასეთი რთული თუ იქნებოდა ამ პროექტის განხორციელება. დავიწყე სახლის სარდაფიდან მიწის ამოღება, შევაგროვე აგურები, ერთ ნაბიჯს მეორე მოყვა და საბოლოოდ მივიღე საოცარი მარანი, რომელსაც ჩემმა მეუღლემ, ჯანეტმა „დაგის კაპრიზი“ დაარქვა“.
დაგი და ჯანეტი სიამოვნებით გაუმასპინძლდებიან სტუმრებს ქვევრის ღვინით, რომელსაც ქართულ სუფრაზე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.
Comment
Make a general inquiry or suggest an improvement.