Speeches Shim
“საქართველოს დემოკრატიული, გაბრწყინებული და სტაბილური საზოგადოების მომავალი დამოკიდებულია თითოეულ მოქალაქეზე, მათ შორის შშმ პირებზეც, რომლებიც აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი ქვეყნის განვითარების საქმეში“.განაცხადა USAID/საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა.
3 დეკემბერს, USAID უერთდება შშმ პირების საერთაშორისო დღის აღნიშვნას და ყველას მოუწოდებს გააგრძელონ მათი ინკლუზიის მხარდაჭერა საქართველოში.
საზოგადოებაში შშმ პირთა სრულყოფილი ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, USAID მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს ქართველ და საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან.
UNICEF-თან პარტნიორობით აჭარის ხელისუფლებას დავეხმარეთ სოციალური მოდელის მიხედვით განეხორციელებინა შშმ პირთა შეფასების პილოტი; რომელიც მათი მომსახურების მოქნილი სისტემაა. 2021 წლისთვის ეს მოდელი მთელ საქართველოში დაინერგება.
USAID-მა ხელი შეუწყო შშმ პირთა უფლებების დაცვის ახალი კანონპროექტის მიღებას და განხორციელებასაც. კანონი ძალაში შევიდა 1 სექტემბერს და შშმ პირების უფლებების გაუმჯობესებას, საზოგადოებაში მათი ინკლუზიის ხელშეწყობას და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების გაზრდილ პასუხისმგებლობას უზრუნველყოფს.
კანონის განხორციელების მხარდაჭერის მიზნით, დავიწყეთ ახალი პროგრამა - USAID-ის დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამა. პროგრამის ფარგლებში მაკლეინის ასოციაციასთან ბავშვებისთვის პარტნიორობით (MAC) ვთანამშრომლობთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან. თანამშრომლობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების გახსნა.
USAID ასევე მხარს უჭერს ადგილობრივი მთავრობისა და შშმ პირთა კომუნიკაციასაც. USAID-ის დემოკრტიული მმართველობის პროგრამის ფარგლებში 100-ზე მეტი საჯარო მოხელე გადამზადდა ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და ოზურგეთში, რაც შედეგად შშმ პირებთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე აყვანას უზრუნველყოფს.
ივლისში USAID-ის ფიზიკური რეაბიიტაციის პროგრამის ფარგლებში გაიხსნა კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკა. ეს ახალი, თანამედროვე დაწესებულება კერძო და საჯარო სექტორების პარტნიორობის შედეგია, რომელიც ხელს შეუწყობს შშმ პირებს სრულყოფილად ჩაერთონ საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
USAID გააგრძელებს საქართველოს მთავრობასთან, კერძო სექტორთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობას, რათა ხელი შეუწყოს სოციალური ინკლუზიის მდგრადობას და ყველა სერვისების ადგილობრივ მართვას.
Comment
Make a general inquiry or suggest an improvement.